Tuesday, July 8, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია.

მეცხრე დღე ყველაზე ნაყოფიერი იყო. ყველა მონაწილემ  წარადგინა თავისი ნამუშევარი.  მოვუსმინეთ  თვითოეულის   პრეზენტაციას,  შევაფასეთ  და  რჩევებიც მივეცით .ვისწავლეთ  საათის  დაყენება.  გავუკეთეთ  კომენტარები  ერთმანეთს.

Friday, July 4, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულე გეგმის შევსება. დავბწერეთ სასწავლო პროცედურები: თუ  როგორ უნდა შევქმნა პუბლიკაცია,თუ  რა დავალებებს მივცემ დაჯგუფებულ ბავშვებს. ჯგუფები იმუშავებენ ამ დავალებებზე და წარადგენენ. მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს.შევქმენი  კვლევის კითხვარი და გამოვაქვეყნე  ბლოგზე.

Thursday, July 3, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეექვსე მოდული: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანი მოსწავლეების აღქმის 5 სტილს. განვიხილეთ მოსწავლეთა სტატისტიკა ამ მხრივ. შევქმენი  სუსტი მოსწავლეებისთვის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი, რისი დახმარებითაც მოსწავლე ადვილად შეძლებს პრეზენტაციის შექმნას. დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვისწავლე ბლოგზე გაჯეტების დამატება. თემიდან გამომდინარე ბლოგზე დავდეთ კითხვები, რომელსაც პასუხს გასცემენ ბლოგის ვიზიტორები .დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

მეექვსე დღის რეფლექსია.

შევადგინე მოსწავლის ნამუშევრის რუბრიკა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოების დადება. ერთმანეთთან კომენტარების გაკეთება.პროექტის გეგმაში შევიტანეთ საბაზო უნარ-ჩვევები.გავაკეთეთ მონახაზი სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით.

pinocchio's video

pinocchios's video

pinocchio's video

Thursday, June 26, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.გავიაზრე მოსწავლეთა დავალებები და ნიმუშის სახით შევქმენი ერთი ნამუშევარი. ამ ნამუშევარზე მუშაობამ გამააზრებინა მიზნები. გამოვიყენე ინტერნეტიდან სხვადასხვა მასალა: ფოტოები და ლიტერატურა. თან მივუთითე წყაროებიც.ასე რომ შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, June 24, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე გაკვეთილზე განვიხილეთ მეორე მოდულის მე-3 ,მე4 და მე-5 აქტივობები.გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს. სულ არსებობს 5 სტრატეგია. აქედან პირველი ოთხი არის განმავითარებელი შეფასება და მეხუთე არის განმსაზღვრელი შეფასება. თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ მეთოდები და შევადგინეთ შეფასების გეგმა.მეხუთე აქტივობის მიხედვით გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე იყო საინტერესო. გავიარეთ მე-2 მოდულის პირველი და მეორე აქტივობები.გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას.სტანდარტის გაანალიზების შემდეგ შევიმუშავეთ კითხვები;ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ვისწავლეთ დრაივზე დოკუმეტების ატვირთვა,რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები.

Tuesday, June 10, 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით პირველი მოდულის მეოთხე და მეხუთე აქტივობებს.განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტების სწავლების თემაზე.მე თემად ავიღე პინოქიო. პუბლიკაციაში მივიხსენიე თუ რა შედეგზე გავიდოდით ამ თემის განხილვის შემდეგ.,რა კავშირი აქვს მას სასკოლო სტანდარტთან. ვისწავლე სურათის ჩასმა. ყველაფერი ეს შევინახეთ ჩვენს პორთფოლიოში.

Thursday, June 5, 2014

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ პირველი დღე მნიშვნელოვანი იყო. გავიცანით ერთმანეთი. გავეცანით ინტელის ძირითად სახელმძღვანელოს.გავიარეთ გარკვეული საფეხურები.მივიღეთ დავალება:ავიღო ნებისმიერი გეგმა და გავაანალიზოთ,მოვიფიქროთ კონკრეტული თემა, რომელზეც მომიწევს მუშაობა,უნდა შევარჩიოთ უნარები, რომლის განვითარებასაც დავისახავ მიზნად ამ პროექტის ფარგლებში.საინტერესო იყო ბლოგის შექმნა, რომელიც დამეხმარება ჩემი მეგობრების შეფასებაში.